Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არაფერი არასწორი არ გამიკეთებია – ნატა ფერაძე

მარშალ პრესი 15/01/2024
ნატა ფერაძე

“დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და “შეურაჯღობა” არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას.”– წერს ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა ტირანს (სტალინს) და არა რწმენას.

“სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იგივეს ვიზამდი.

დროა სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით)

ჭავჭავაძის სახლმუზეუმს კითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე. ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ. დანარჩენი – ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ“- წერს ფერაძე.

Continue Reading

Previous: აგრესიული ბნელები დაოკდით აწი. თქვენ იმედად და ამარა არ აპირებს დარჩენას პოზიციონირების დიდი გამოცდილების მქონე საპატრიარქო
Next: შალვა ნათელაშვილმა ნიკა გვარამიას უკანასკნელი და უვარგისი უწოდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025