Skip to content
03/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ილია მეორეს მოყოლილი აქვს, თუ როგორ გამოეცხადა სტალინი და სთხოვა, რომ მისთვის ილოცოს – დავით გიორგობიანი

მარშალ პრესი 14/01/2024
დავით გიორგობიანი

უწმიდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორეს მოყოლილი აქვს თუ როგორ გამოეცხადა სტალინი და სთხოვა პატრიარქს რომ ილოცოს მისთვის.”- წერს მსახიობი დავით ასათიანი სოციალურ ქსელში, რომლის პოსტიც ეხმიანება დედა მატრონას ხატთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ხატზე სტალინთან შეხვედრის ეპიზოდს ეხება.

“პატრიარქმა რა თქმა უნდა დაიწყო სტალინისთვის ლოცვა. გავიდა გარკვეული ხანი და სტალინი კვლავ გამოეცხადა პატრიარქს და ლიცვისათვის მადლობა გადაუხადა.

როგორ გგონიათ, განა პატრიარქი თანახმა იქნება წმინდა და ბეტარი მატრონას ხატისგან ამოიღონ ის სიუჟეტი, როდესაც ნამდვილად ესტუმრა სტალინი მატრონას მოსკოვისთვის უმძიმეს დღეებში, როდესაც მთელი პოლიტბიურო გახიზნული იყო მოსკოვიდან და გერმანიის ჯარი რამდენიმე კოლომეტრში იდგა მოსკოვიდან.

ამ შეხვედრით და ნეტარი მატრონას წინასწარმეტყველებით დაიმედებული სტალინი არამცთუ დარჩა მოსკოვში, არამედ სამხედრო აღლუმიც კი ჩაატარა წითელ მოედანზე.

ასე როგორ დაგაშინათ ურწმუნო ლიბერალებმა, რომ თქვენც ბედავთ ხატს შეეხოთ და გეტყვით, ამ სახით შეხება ხატზე, რასაც თქვენ აპირებთ, ღვთის წინაშე უფრო მეტი ცოდვაა და უშიშრობაა, ვიდრე შეურაცხადი დედაკაცის ქმედება, რადგან თქვენს შორის დიდია განსხვავება, თუმცა, ამ ქმედებით, ეს განსხვავება წაიშლება და ერს მიადგება დიდი და გამოუსწორებელი ზიანი.

როგორც კეთილად გადაიფიქრეთ კრიტის კრებაზე წასვლა სინოდალური გადაწყვეტილებით, იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერადაც გაიმარჯვებს ქრისტე თქვენში და წმინდა ხატს არ შეეხებით და დატოვებთ ისე, როგორც აკურთხეთ, როდესაც  მოაბრძანეს სამების ტაძარში. ვინც ეთანხმება ამ აზრს შემოგვიერთდით.”- წერს დავით გიორგობიანი.

Post navigation

Previous: თბილისის სხვადასხვა რაიონში, გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა
Next: დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც საქართველოს დროშის ქვეშ ასახელა ჩვენი ქვეყანა, დაიცვა მისი სახელი და დიდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.