Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა

მარშალ პრესი 14/01/2024
188be9f9-29df-4bbd-9c56-6da62248ba7c

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა გამოიფინა.

აღნიშნული დროშა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საბერძნეთში მცხოვრები, წარმოშობით ვენეციელი დიდებულების შთამომავლის, ევგენი დალეჯიოს ოჯახში იქნა მიკვლეული და  ოფიციალურად გადმოეცა ქართულ მხარეს. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს გადმოეცა ევგენი დალეჯიოს ისტორიული არქივიც.

ისტორიული წყაროების თანახმად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილი მთავრობის წევრებმა, კონსტანტინოპოლში დაუტოვეს ეს ეროვნული დროშა ევგენი დალეჯიოს, იმ იმედით, რომ მალე უკან დაბრუნდებოდნენ. ამას ადასტურებს დროშის თეთრ ზოლზე სვიმონ მდივნის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის და ვასილ წულაძის, დამფუძნებელი კრების წევრის ხელმოწერები. იქვე, ხელს აწერს ევგენი დალეჯიო იმის ნიშნად, რომ დროშა ჩაიბარა და თავის ხელმოწერას კონსტანტინოპოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბეჭდით ამოწმებს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშის მხოლოდ სამი მეხუთედია შემორჩენილი. ისტორიული ექსპონატი სადემონსტრაციო სადგამით, სამინისტროს ცენტრალურ დარბაზში განთავსდა, მოგვიანებით კი, სხვა ექსპონატებთან ერთად, საქართველოს დიპლომატიის მუზეუმში იქნება განთავსებული.

Post navigation

Previous: უმთავრესი ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, სახელმწიფო დროშა ქართული სულის, ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა
Next: 14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.