Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია, გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება – ზურაბ ჩხაიძე

მარშალ პრესი 13/01/2024
ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და გაუმჯობესებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტს ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია. სტაბილურია პარამეტრები, იქნება ეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები. გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება, თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომლებსაც ყურადღება სჭირდება. კვების კომპონენტი გაუმჯობესებულია, კალორაჟი მომატებულია, თუმცა არა იმდენად, რამდენიც არის სასურველი და რაც ნუტრიციოლოგების მიერ რეკომენდებულია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

Post navigation

Previous: გიორგი გახარიას ამჟამად უთხრეს, დროა „გაცოცხლდეო“, პიარული სვლა აიძულეს და განაცხადებინეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში ვიწვევო
Next: „კეზერაშვილს ყველა გადაცემა და მასთან დასაქმებული ადამიანი პოლიტიკური „მესიჯების“ გასავრცელებლად სჭირდება“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.