Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საპატრიარქო “ალტ-ინფო”-ს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მარშალ პრესი 13/01/2024
საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის წინ, “ალტ-ინფო”-ს ორგანიზებით დაგეგმილ აქციას ეხმიანება.

“ცნობილი ხდება, რომ პარლამენტის შენობის წინ დღეს დაგეგმილი აქცია შესაძლოა, გადაიზარდოს პოლიტიკური ან დესტრუქციული ხასიათის ქმედებებში.

სასულიერო პირებს საპატრიარქო მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აქციამ მსგავსი სახე მიიღო, არ მიიღონ აღნიშნულ ქმედებებში მონაწილეობა.”– ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე იწყება. “ალტ-ინფო”-ს ლიდერები და მხარდამჭერები აპროტესტებენ ნატა ფერაძის მიერ, დედა მატრონას ხატის შეურაცხყოფას და ითხოვენ, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგეს და არა ადამინისტრაციული.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
Next: ასე დაგემართებათ ყველას, ვინც ქართული ჯარის ხარჯზე გამდიდრებულ ნაძირალასა და ოლიგარქ კეზერაშვილს ეთანამშრომლება – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.