“ნატა ფერაძეს მკრეხელობა კი არ ჩაუდენია, არამედ, პირიქით, მკრეხელობის ჩამდენები დასაჯა. ობიექტურად ეს ეკლესიის უწმინდურობისგან განწმენდის აქტი იყო.” – წერს ნაც.მოძრაობის რეჟიმის დროინდელი განათლების მინისტრი გია ნოდია.
“თუ ეკლესია სახელმწიფო საქმეებს თავისად მიიჩნევს, თუ მას პრეტენზია აქვს, ერის მორალური ლიდერი იყოს და მის ლიდერებს ჭკუა ასწავლოს, ეკლესიის საქმეებიც ერის განსასჯელი ხდება და ეს სრულიად ნორმალურია. ვინაა მორწმუნე და ვინ – არა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს.” – ამბობს გია ნოდია.
