Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შევახსენებ მამუკა ხაზარაძეს, რომ როდესაც ის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბანკირი გახდა და სააკაშვილს ხალხის ქონების დატაცებაში ეხმარებოდა, რუსეთთან მათი კავშირები არ ახსოვდა

მარშალ პრესი 12/01/2024
ეკა სეფაშვილი

„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება შეაფასა, რომლის თქმითაც, „289 დღის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება“.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძის განცხადება გლობალურ ომის პარტიას ეხმარება იმაში, რომ „ქართული ოცნება“ – მმართველი გუნდი საქართველოში რუსული პოლიტიკის გამტარებლად შერაცხონ.

„მამუკა ხაზარაძის მცდელობა, წარმოაჩინოს ვითომდა ბიძინა ივანიშვილის ახლო კავშირები რუსეთთან, სხვა არაფერია, თუ არა ნაცკლასტერისა და მათი წარმომადგენლების, ასევე, გლობალური ომის პარტიის მცდელობა, რომ „ქართული ოცნება“ – მმართველი გუნდი შერაცხონ რუსული პოლიტიკის გამტარებლად საქართველოში.

შევახსენებ ბატონ მამუკა ხაზარაძეს, რომ როდესაც ის „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბანკირი გახდა და სააკაშვილს ხალხის ქონების დატაცებაში ეხმარებოდა, რუსეთთან მათი კავშირები არ ახსოვდა“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: გრცხვენოდეთ ერეკლე დეისაძევ – ისრაელის საელჩოს ფეისბუქ პოსტი
Next: თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.