Skip to content
05/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საქართველომ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო

მარშალ პრესი 06/05/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველომ ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი შეავსო, – ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის 64-ე სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, აღინიშნა, რომ კითხვარის მეორე შევსებული ნაწილი, რომელიც სექტორულ მიმართულებებს მოიცავდა, ევროპულ მხარეს სამშაბათს, 10 მაისს გადაეცემა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს, რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა კითხვარის მეორე, მოცულობითი ნაწილის მაქსიმალურად მოკლე ვადაში, ეფექტიანად შესავსებად.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილი 33 თავს აერთიანებს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით და მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირის მიერ 13 მაისი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველომ კითხვარი დათქმულ ვადამდე შეავსო.

კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი საქართველოს მთავრობის მეთაურმა ელჩ კარლ ჰარცელს 2 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გადასცა.

სრულად შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

Post navigation

Previous: სააკაშვილი ტირილისა და გოდების ფორმით ცდილობს ემპათიური გრძნობების გამოწვევას, მას უწევს ქართული მართლმსაჯულების ქვეშ ყოფნა და ამას უნდა შეეგუოს
Next: თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.