Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის კი, სატირალია – სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?!

მარშალ პრესი 12/01/2024
ლევან ნიკოლეიშვილი

გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია. – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, გახარია, მის გუნდთან ერთად ამ გზით ცდილობს, საზოგადოების ყურადღება მიიქციოს.

“გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა ნამდვილად ძალიან სასაცილოა, მისი გუნდისთვის უფრო პატარა ჯგუფისთვის კი სატირალია. სპორტული ტერმინი რომ ვიხმაროთ სხვადასხვა წონით კატეგორიები არიან და იმიტომ, სად გახარია თავის უბადრუკი პოლიტიკური წონით და სად ბიძინა ივანიშვილი?! მაინც რა გამართლება ან რა ახსნა უნდა ჰქონდეს ამ ყოველივეს? მარტივი: რაღაცით უნდათ ყურადღების მიქცევა ამ ხელმოცარულებს?! მანამდე ლილუაშვილი გამოვიდა და იქნებ ძველ საპრეზიდენტო მოდელს დავუბრუნდეთო იძახდა.

სავარაუდოდ გახარია ჰყავდა წარმოდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატად, ბუჩუკური გამოვიდა ერთ-ერთ ტელევიზიაში და ცდილობდა აეხსნა თუ რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში და თავისივე სისულელეებში ძალიან სასაცილოდ აიხლართა.

მოკლედ არ იციან რა ქნან ოღონდ რამენაირად ყურადღება მიიქციონ. ბოლოს ალბათ გამოვლენ და იტალიის საფეხბურთო კლუბ ნაპოლის პრეზიდენტს გახარიას შესთავაზებენ მწვრთნელად…
ისე, ირაკლი კობახიძის შეთავაზება ძალიან კარგად ჟღერს გახარიასადმი, წესით ხელიდან არ უნდა გაუშვან ეს შესაძლებლობა!” – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: ტრაგიკომიკურია, რომ ვერავითარი ახალი დღის წესრიგი ვერ შემოიტანა ოპოზიციის ფლანგზე. საინტერესოა, როდის აპირებს თანაპარტიელებისა და სერვისების მომწოდებლებისთვის კუთვნილი თანხების გადახდას?
Next: გახარიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.