IMG.GE IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვან პირს  დანაშაულის ორგანიზებას, მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მისივე თქმით,  მცხეთის რაიონულ განყოფილებაში, არასრულწლოვანის  გამოკითხვისას, მასზე  ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

„ვინახულე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, რა თქმა უნდა, ის თავს არ ცნობს არანაირი ქმედებაში დამნაშავედ, ბრალის წარდგენის ვადა არის 48 საათი, როდის წარედგინება ბრალი ნამდვილად არ ვიცით. ის დაკავებულია, სსკ-ის 225-ე მუხლითა და 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით. მას ედავებიან მონაწილეობას და ასევე ორგანიზებას. მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, არცერთ ჩხუბში და არცერთ ძალდობაში. როცა ამბობენ პირველი ჩხუბი და მეორე ჩხუბი, მას არ მიუღია არცერთ ჩხუბში მონაწილეობა და ასევე მას არავინ არ გაუტაცია. მას ედავებიან თავისუფების უკანონო აღკვეთას და ასევე, გეტყვით, რომ არც იმ „ტოიოტას” მძღოლების მიერ არ მომხდარა იმ მოწმის გატაცება, რომელსაც ოქროს მოწმედ აფასებენ. ეს არის ამირხანაშვილი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი ამირხანაშვილი ჩვენებაში ადასტურებს, რომ მის მიმართ რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია.

ამ კადრებში ჩანს, რომ მათ შორის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჰქონია ნივთი ხელში, მე საქმის მასალებს არ ვიცნობ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენებაც კი არ ვიცი რა ჩვენება აქვს მიცემული გამოძიებისთვის. სამწუხაროდ, როგორც ის ამბობს, ჩვენების მიცემის დროს მასზე განხორციელდა ზეწოლა, პოლიციელების და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ზეწოლა. ის არის არასრულწლოვანი და იგი გამოკითხული არის მშობელთან ერთად, თუმცა, არ ესწრებოდა ადვოკატი ამ გამოკითხვას. მასზე განხორციელდა როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. როგორც თვითონ ამბობს, მას მოხვდა თავში და ზურგში. ამ ფაქტს მშობელიც ესწრებოდა. მცხეთის რაიონულ განყოფილებაში გამოკითხვის დროს, 2-3 დღის წინ,”- ამბობს გელხაური.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება