Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური მიმდევარი ყოფილა ტიკტოკზე – ანა ბუჩუკური

მარშალ პრესი 12/01/2024
ანა ბუჩუკური

არ ვიცოდი, რომ ირაკლი კობახიძე ჩემი პერსონალური ფოლოვერი (მიმდევარი) ყოფილა ტიკტოკზე. მე ვურჩევდი, რომ გააგრძელოს ჩემი ვიდეოების ყურება, – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ანა ბუჩუკური პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც გიორგი გახარიას ეხებოდა.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მინიონი გამოვა და რას იტყვის. განსხვავებული ტაქტიკა აქვს ჩვენს გუნდს. კითხვებზე, რომელიც ათასჯერ დასმულა და ათასჯერ პასუხი გაცემულა, როგორც ჩანს, თქვენთვის კვლავ საინტერესოა. კვლავ აქტუალურია გიორგი გახარიას მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

რატომ იმალებიან? რატომ ირჩევენ გზას, რომ იყვნენ ცალმხრივები. თუ ასეთი მართლები არიან, თუ ასეთი ყოჩაღები, ძლიერები არიან, ფეისბუქის საშუალებით რატომ წერს ირაკლი კობახიძე?!“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: „გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას, ყოველგვარი მიზეზის გარეშე – გიორგი ვოლსკი გახარიაზე
Next: ეს ადამიანები როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას – ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.