Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დანიის ელჩი პოზიციას ცვლის, ის მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება ელჩის ქმედებასთან შესაბამისი არ არის

მარშალ პრესი 12/01/2024
ირაკლი ქადაგიშვილი

როცა უცხო ქვეყნის ელჩი პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ოლიგარქად მოიხსენიებს, სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული არიან, მისი ფუნქციები მიუთითონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა დანიურ პრესაში გამოქვეყნებულ საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის საავტორო სტატიაზე, სადაც ელჩი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“.

ქადაგიშვილის თქმით, ელჩმა შეცვალა პოზიცია, რაც არათანმიმდევრული საქციელია.

„სიტყვა ოლიგარქს ისე იყენებთ, რომ მისი სამართლებრივი შეფასება არც კი იცით. როცა უცხო ქვეყნის ელჩი პოლიტიკური მნიშვნელობის ფიგურას ასე მოიხსენიებს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, სახელმწიფო ინსტიტუტები ვალდებული არიან, ელჩს მიუთითონ, რით იწყება და რით სრულდება მისი ფუნქციები საერთაშორისო კანონმდებლობით. საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, ამ სახელმწიფოში ელჩი უნდა იყოს და არა – არასამთავრობო ორგანიზაცია. სამწუხაროდ, არცერთი ელჩისგან და არც ოპოზიციის მხრიდან ვანდალურ ქცევაზე არანაირი შეფასება არ გვსმენია. რა თქმა უნდა, ელჩი პოზიციას ცვლის. ეს არის ელჩის მხრიდან არათანმიმდევრული საქციელი. თავად მიხვდა ან მიახვედრეს, რომ მისი ქმედება ელჩის ქმედებასთან შესაბამისი არ არის“, – განუცხადა ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს.

დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატიასთან დაკავშირებით, საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.

 

Post navigation

Previous: „ენჯეოებს“ ისტერია ჰქონდათ ატეხილი, თითქოს საქართველოს პოლიცია უფლებამოსილებას აჭარბებდა, რაზეც სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიცია იყო მართალი, ასე რომ, მათი სპეკულაციები ფუჭია
Next: გიორგი გახარია მაშინ დაიმალა, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტევა იყო. ამ ადამიანს არც მორალური და არც პოლიტიკური უფლება არ აქვს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ისაუბროს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.