Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა“ ნუსხაში

მარშალ პრესი 12/01/2024
ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს 9 რეკომენდაციის შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

„ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები. დაეჯერება თუ არა პოლონეთის ექს პრემიერ-მინისტრსა და ავტორიტეტულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს? არიან თუ არა მარიუშ კამინსკი და მაციაშ ვასიკი – პოლიტპატიმრები?

ხომ არ გვაქვს ადგილი ისეთ შემთხვევასთან, რომელიც საქართველოსთვის მიცემულ „9 რეკომენდაციაშია“ მოყვანილი, როგორც „ევროკავშირის ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია“? სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმატში, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს: 1) შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა“ ნუსხაში და 2) თუ ეს დეზინფორმაციაა, რა სასჯელი ელის პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: 19 წლის ბიჭს ორგიაზე მეპატიჟებოდა – გოგი გვახარიას შესახებ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება (ვიდეო)
Next: გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.