Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიის ელჩი გამოიძახეს, რომელსაც განმარტებები ეთხოვა მის პუბლიკაციაში გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით

მარშალ პრესი 11/01/2024
67096952-5c7d-423c-a57d-685af259bc69

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხევედრა გაიმართა საქართველოში დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ანნე ტოფტ სორენსენთან.

ელჩი სამინისტროში გამოძახებულ იქნა და განმარტებები ეთხოვა მის მიერ 2024 წლის 10 იანვარს დანიურ  გამოცემაში „Jyllandsposten” გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან  და მასში მოცემულ  არასწორ ფაქტებსა და  პოლიტიკურ შეფასებებთან დაკავშირებით.

როგორც შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ აღნიშნა  სამწუხაროა რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა  მნიშვნელოვან ფაქტობრივ  უზუსტობებს  და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური  მკითხველის პოზიტიურ დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რომ აღნიშნული პუბლიკაცია  ცალკეული  ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის –  დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას.

შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა რომ  სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და  სამწუხაროა რომ  ოპონენტების მხრიდან  იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული.

Post navigation

Previous: კანონის უზენაესობის დარღვევას ემხრობოდა ეს კაცი, სწორედ ამიტომ უღალატა ქვეყანას, სამშობლოს სახელმწიფოებრივი შენების პროცესს – ეკა სეფაშვილი გახარიაზე
Next: 19 წლის ბიჭს ორგიაზე მეპატიჟებოდა – გოგი გვახარიას შესახებ სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.