ნატა ფერაძის გამო თუ სხვა რამის გამო, ამის განხილვა სისულელეა და სპეკულაციაა: ფაქტია, გუშინ პროტესტი იყო და დღეს ხატზე სტალინის წაშლა მოითხოვა საპატრიარქომ. დროში დაემთხვა თუ პროტესტის უშუალო შედეგია, ვერც გავიგებთ და არცაა მნიშვნელოვანი. ფაქტია, სასურველი შედეგი დადგა.”- წერს ნიკა გვარამია და ეხმიანება საპატრიარქოს დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ დედა მატრონას ხატიდან უნდა ამოიღონ სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი.
