Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმის ნაცვლად, რომ რიგი პოლიტიკოსები, დაპირებისამებრ, უკრაინის გამარჯვებას ზეიმობდნენ, დღეს გაერო საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს და ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს

მარშალ პრესი 11/01/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გაეროში უკრაინის ომის შედეგების შესახებ მსჯელობასთან დაკავშირებით ანალიტიკურ მიმოხილვას აქვეყნებს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, რაც უფრო მძიმე შედეგებს გვაცნობენ უკრაინის შესახებ, მით უფრო მძაფრდება ქართველ ხალხში მშვიდობის ფასი.

„დღეს გაეროში უკრაინის ომის შედეგებზე იმსჯელეს და საგანგაშო ინფორმაცია მოგვაწოდეს – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მძიმე შედეგები თურმე არც ერთ ომს არ ჰქონია. 10 000 მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეა გარდაცვლილი, აქედან – 700-მდე ბავშვი. აღარაფერს ვამბობთ ჯარისკაცებზე, განადგურებულ ქალაქებსა და სოფლებზე, გაღატაკებულ მოსახლეობაზე. უკრაინის მოსახლეობის 40%-ზე მეტი, ანუ, თითქმის ნახევარი, გადაუდებელ სოციალურ დახმარებას საჭიროებს.

იმის ნაცვლად, რომ რიგი პოლიტიკოსები, დაპირებისამებრ, უკრაინის გამარჯვებას ზეიმობდნენ, დღეს გაერო ამ ომზე უმძიმეს ინფორმაციას გვაწვდის. 2 წლის განმავლობაში, ამერიკისა და ევროპის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიარდობით დოლარის მიუხედავად და რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული რამდენიმეჯერ სანქციების ფონზე, უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა და გაერო ომის შეწყვეტას მოითხოვს.

შეწყდება თუ არა ომი უკრაინაში? ეს იქნება ახალი წლის ერთ-ერთი აქტუალური კითხვა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2024 წელი დასავლეთის სახელმწიფოების საარჩევნო წელია, ალბათ, ომის შეწყვეტის იმედი არ უნდა გვქონდეს. წაგებულ ომში დახარჯული საკუთარი ხალხის მილიარდებით არჩევნებში გამარჯვებას ვერ მოიპოვებენ. რუსეთი კი აცხადებს, რომ ომი ფაქტობრივად ჯერ არ დაუწყია.

რაც უფრო მძიმე შედეგებს გვაცნობენ უკრაინის შესახებ, მით უფრო მძაფრდება ქართველ ხალხში მშვიდობის ფასი და მით უფრო მეტად კარგავს ამომრჩეველს ხალხისგან ისედაც გაკოტრებული ოპოზიცია. დღეს, გაეროს სხდომაზე იმ საშინელი ინფორმაციის მოსმენისას, ალბათ ყველას თავში ერთი და იგივე ფიქრი ტრიალებდა – რას გადაარჩინა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა!”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: ყველა ის განცხადება, რაც საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე დაიდება ყოველთვის არის პატრიარქთან შეთანხმებული – ანდრია ჯაღმაიძე
Next: ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და მისი ოლიგარქად მოხსენიება უდიდესი შეურაცხყოფაა არა მარტო ივანიშვილის, არამედ, მთლიანად სახელისუფლებო გუნდის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.