Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა – გია აბაშიძე დანიის ელჩზე

მარშალ პრესი 11/01/2024
გია აბაშიძე

დანიის ელჩმა არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი [მასპინძელ სახელმწიფოში შიდა საქმეებში ჩაურევლობა], არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა, რაც დიდი სირცხვილია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის განცხადებას, სადაც მან ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამგვარი შეფასებები, თანაც უკიდურესად ყალბი, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უცხოელი დიპლომატისგან.

„დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (1961 წლის 18 აპრილი) 41-ე მუხლში ხაზგასმით აღნიშნულია შემდეგი: “მათი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ხელყოფის გარეშე, ამგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირების ვალდებულება არის პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციების. მათ აგრეთვე აქვთ ვალდებულება არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში”.

დანიურ გამომცემლობა Jyllands-Posten-ში, საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი უსაქციელოდ წერს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. ამგვარი შეფასებები, თანაც უკიდურესად ყალბი, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უცხოელი დიპლომატისგან.
დანიის ელჩმა არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი [მასპინძელ სახელმწიფოში შიდა საქმეებში ჩაურევლობა], არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა, რაც დიდი სირცხვილია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის!“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: საპატრიარქო დედა მატრონას ხატში ცვლილებებს ითხოვს
Next: ჯერ ტყუილები მოიშალოს, შემდეგ ვალები გაისტუმროს და მერე ილაპარაკოს პოლიტიკაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.