Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე

მარშალ პრესი 11/01/2024
ბექა დავითულიანი

„სამწუხაროდ საქართველოში აკრედიტირებულ ზოგიერთ დიპლომატს ცოტა ზედმეტი მოსდის და თავის ფუნქციებში ვერ გარკვეულა. ის ელჩია, მან უნდა იცოდეს რისი უფლება აქვს და რა ფარგლებში შეუძლია მას იმოქმედოს ამ ქვეყანაში“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი დანიელი დიპლომატის განცხადებას, სადაც ელჩმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

ბექა დავითულიანის თქმით, ელჩის ეს განცხადება არ არის გადაცდომა, არამედ მისი მხრიდან ეს არის მიზანმიმართული ქმედება პოლარიზაციის გაღრმავებისთვის.

„ეს გადაცდომა არ არის.  ეს არის მიზანმიმართულად წყლის დასხმა რადიკალურ პოზიციებზე, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი, ფეიკ ნიუსის გავრცელება პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობისთვის. მე მგონია, რომ სხვა ქვეყნის ელჩს საქართველოში ამის არც უფლება აქვს და არც არავინ ეკითხება.

ალბათ დაიბარებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩს და მოსთხოვს განმარტებებს და მან უნდა ახსნას, რატომ აძლევს თავის თავს უფლებას ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთოს“-განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: თქვე ასფალტის პატრიოტებო, ნატა ფერაძესთან გაქვთ დიდი გული და რუსებთან ხართ ჩაჯ@@@ი? – ელისო კილაძე
Next: ისევ საკუთარი მიმდევრების “დასაბოლებლად” გაკეთებული განცხადებაა – ნინო ფოჩხუა გახარიაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.