Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნერვების დაზოგვის ერთადერთ გზად მხოლოდ სრული იგნორი რჩება – ვასილ მაღლაფერიძე

მარშალ პრესი 11/01/2024
ვასილ მაღლაფერიძე

უკვე მყარ მოცემულობად იქცა, რომ ქვეყანა ორად არის გაყოფილი და ეს ორი ჯგუფი ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით მსოფლმხედველობით, სულიერად, გემოვნებით, სიკეთისა და ბოროტების აღქმით. ფაქტობრივად, აღარ დარჩა რაიმე თემა, რასაც ეს ორი ჯგუფი ერთნაირად აღვიქვამთ – ის, რაც ერთისთვის წმინდაა, მეორეს მაინცდამაინც იმის წაბილწვა სწადია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამავე დროს, აგრესიული უმცირესობა რატომღაც კატეგორიულად დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა ყოველთვის და ხმის ამოუღებლად უნდა ემორჩილებოდეს და რადგან ასე არ ხდება, ძალიან ბრაზობს და კიდევ უფრო აგრესიული ხდება!

თავის მხრივ, უმრავლესობა (არანაკლებ კატეგორიულად!) არასდროს აპირებს უმცირესობის ჭკუაზე სიარულს და როცა ამას აძალებენ, თავადაც ძალიან ბრაზდება!

აქ შერიგებაზე და შუაშისტობაზე საუბარი უშედეგო სპეკულაციად დარჩება, ვინაიდან ამ ორი ნაპირის შეერთება ამ ცხოვრებაში აღარ მოხდება და მათი აზრი ყოველთვის გაიყოფა, ხან – შობის თარიღის გამო, ხან – კვერცხი რომელი ბოლოდან უნდა გატყდეს, ხან – ისე, არაფრის გამო!

ამის მიზეზი კი ის არის, რომ სხვადასხვა ნაპირზე ვცხოვრობთ, სხვადასხვა დაუწერელი კანონით ვცხოვრობთ და არცერთი მხარე არ აპირებს საკუთარ მეობაზე უარის თქმას.

ამ ორი ჯგუფის ცხოვრების წესი, განსაკუთრებით საკვანძო საკითხებში, ერთმანეთს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და ხშირად სრულად გამორიცხავს – ის, რაც ერთისთვის სათნოებაა, მეორესთვის ბოროტებაა და პირიქით!

ასე რომ, მშვიდობიანი თანაცხოვრების და ნერვების დაზოგვის ერთადერთ გზად მხოლოდ სრული და ყოვლისმომცველი იგნორი რჩება!

P.S. სხვათა შორის, საამისოდ „ფეისბუკს“ ყველა ფუნქცია აქვს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

Post navigation

Previous: მადლობა დაოოოოოოოოოოოოო – გიგა მაქარაშვილი ნატა ფერაძეს
Next: თქვე ასფალტის პატრიოტებო, ნატა ფერაძესთან გაქვთ დიდი გული და რუსებთან ხართ ჩაჯ@@@ი? – ელისო კილაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.