Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ადამიანს ოლიგარქს ძალით ეძახიან და ასეთი არაფერი მინახავს

მარშალ პრესი 10/01/2024
იაგო ხვიჩია

სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. იცით, რომ ოლიგარქიული მმართველობის გულშემატკივარი ვარ ერთპიროვნულ მმართველობასთან შედარებით, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„კაცი ახალი მოსულია და არ მინდა, მის დასანქცირებაზე ველაპარაკო. მინდა, ველაპარაკო ჩემს პროექტებზე, იქნებ, რაიმე დამიჯეროს. მაგალითად, ამ მასშტაბის ქველმოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ქველმოქმედება ბოლომდე მიიყვანოს და ქართველ ხალხს უბოძოს სამართლიანობა, სიმდიდრე, რომელიც დღეს უპატრონოდ არის მიგდებული. ანუ, სახელმწიფო ქონება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად გადაანაწილოს.

ამაზე დიდი ქველმოქმედება მსოფლიო ისტორიის მანძილზე არავის ექნება გაკეთებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. იცით, რომ ოლიგარქიული მმართველობის გულშემატკივარი ვარ ერთპიროვნულ მმართველობასთან შედარებით. საუბედუროდ, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს და ვერ ავმაღლდით ოლიგარქიულ მმართველობამდე. მისაღებად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, მაგრამ ადამიანს ოლიგარქს ძალით ეძახიან და ასეთი არაფერი მინახავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Post navigation

Previous: ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე წმინდა მატრონა მოსკოველი, სასწაულმოქმედი, იყო, არის და იქნება მართლმადიდებლურ ეკლესიაში აღიარებული და კანონიკური წმინდანი
Next: ლიბერალ ფაშისტებსა და მათი რჯულის სექტანტებს სხვა გზა არ დარჩენიათ – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.