Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი – ანრი ოხანაშვილი ოპოზიციაზე

მარშალ პრესი 10/01/2024
ანრი ოხანაშვილი

„ოპოზიციის პრობლემა არის ერთ მნიშვნელოვან საკითხში. ისინი ამბობენ რომ უნდა გაერთიანდნენ ცენტრის გარშემო, მაგრამ არ აქვთ ცენტრი“– ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელთა თქმითაც, საჭიროა ოპოზიციის გაერთიანებების ცენტრის შექმნა, რაც იქნება „ქართულ ოცნების“ დამარცხების ფორმულა.

ოხანაშვილის თქმით, ოპოზიციის ეს განცხადებები განწირულია. ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე.

„როგორ შეიძლება გაერთიანება ცენტრის გარშემო, როცა არ გააჩნიათ ასეთი სიმძიმის ცენტრი. რომელია ასეთი სიმძიმის ცენტრი ხომ? რა თქმა უნდა, არცერთი. ამიტომ, მათი ეს განცხადებები განწირულია. რაც არ უნდა ერთი „ნაციონალური მოძრაობის“ განშტოება მეორე განშტოებას შეერწყას, ისინი რეალურად ერთი ჯგუფია. უბრალოდ ცენტრი სიმძიმის არ გააჩნიათ, პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი არ აქვთ და არც იკვეთება რომ ოპოზიციაში ვინმე ასეთი შეიძლება იყოს, ვინც შეძლებს გაერთიანებას. ამიტომ ჯერ იპოვონ პოლიტიკური სიმძიმის ცენტი და შემდგომ იფიქრონ გაერთიანებაზე“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: შსს ნატა ფერაძის სახლთან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს
Next: გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის მონაცემებით უკრაინული ოჯახების 65% გაღარიბდა, დანგრეულია 1.5 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლი და რაც მთავარია დაღუპულია ასეულათასობით ადამიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.