Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ნინო ლომჯარიას განცხადებები მიკერძოებული და არაობიექტურია, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი არის მანიპულაციების ერთ-ერთი მონაწილე

მარშალ პრესი 06/05/2022
სვიმონ ჯანგულაშვილი

ვუერთდები შეკითხვებს, რომელიც გია გაჩეჩილაძემ დასვა. არის საკითხები, სადაც ორაზროვანი და ამორფული გამოთქმები არ შეიძლება. განცხადება, რომ საახალხო დამცველს პატივს სცემ და მას უნდა მოვუსმინოთ, კი, უნდა მოვუსმინოთ, თუ ის თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიუკეძოებლად მოქმედებს – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნე სვიმონ ჯანგულაშვილმა ტვ იმედის თოქშოუში „იმედი LIVE”, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას განცხადებები მიკერძოებული და არაობიექტურია, სამწუხაროდ, სახალხო დამცველი არის მანიპულაციების ერთ-ერთი მონაწილე.

„როდესაც აშშ-მა აღიარა ბოლო არჩევნები, „ქართული ოცნების“ გამარჯვება და ოპოზიციის მცდელობებს თავის სახელი უწოდა, მახსოვს ნიკა გვარამიას ისტერიკამდე მისული ლანძღვა-გინება ამ ქალბატონის. ახლა ჩვენ არ მოგვწონს და ვსაყვედურობთ ძალიან. ასეა, როდესაც აშშ-ს ამხელა გავლენა აქვს და პრაქტიკულად წყვეტს მთელი მსოფლიოს და ჩვენს ბედს, ჩვენ ყველა გამძაფრებულად აღვიქვამთ მათ სიტყვებს.

მეც ვუერთდები იმ შეკითხვებს, რომელიც გია გაჩეჩილაძემ დასვა. არის საკითხები, სადაც ორაზროვანი და ამორფული გამოთქმები არ შეიძლება. განცხადება, რომ საახალხო დამცველს პატივს სცემ და მას უნდა მოვუსმინოთ, კი, უნდა მოვუსმინოთ, თუ ის თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მიუკეძოებლად მოქმედებს.
ნინო ლომჯარიას განცხადებები მიკერძოებული და არაობიექტურია. მათ არ გააჩნიათ მტკიცებულებები. სახალხო დამცველის მიერ მიყვანილი ექიმებიდან ისინი ყოველთვის ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცას ამბობენ, ზოგი ამბობს, რომ უცხოეთში უნდა წავიყვანოთ, ზოგი ამბობს, რომ უცხოეთში გაყვანას ვერ გაუძლებს, ზოგი ამბობს, რომ კვდება, ეს არის მანიპულაციები და სამწუხაროდ სახალხო დამცველი არის ამ მანიპულაციების ერთერთი აქტორი, მონაწილე.

ერთსაც ვიტყვი – ეს მასობრივი ისტერიკა, რაზეც მე ვლაპარაკობ, მე არ მითქვამს ეს დამცირების მიზნით. როდესაც იყო ეროვნული მოძრაობა, ქართველები ემოციური ხალხი ვართ და როდესაც მასა ერთად მოქმედებს და ერთი მიზანი აქვს, მას აქვს თავისი ფსიქოლოგია, კოლექტიური არაცნობიერის ამოფრქვევა და ბორგვა ხდება მაშინ. შეიძლება ძალიან კეთილშობილური მიზნით გაერთიანებულ მასასაც დაემართოს ეს. ეს მოხდა ეროვნული მოძრაობის დროს, მაშინ რაღაც ნაწილში. ეს არ ამართლებს რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ჩამოგდებას. ნებისმიერ მიზეზზე პოლიტიკოსებს შეუძლიათ ჩვენით მანიპულირება, ბალანსია საჭირო, გონებასა და გულს შორის“ – განაცხადა სვიმონ ჯანგულაშვილმა.
11:05

Continue Reading

Previous: მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ჩამოსვლას ნანობს – გრიგოლ ვაშაძე
Next: როგორც ჩანს, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცოდა რა შეიძლება მომხდარიყო რამდენიმე თვეში უკრაინაში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025