Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ – ირაკლი ზარქუა

მარშალ პრესი 09/01/2024
ირაკლი ზარქუა

ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. კრიმინალების, ხელმოცარულების გაერთიანებაა, რასაც „დამარცხების“ პლატფორმა უნდა დაარქვან, „ჭიჭეს“ თამადობით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ასეთი ადამიანების მხრიდან გამარჯვებაზე ლაპარაკი წარმოუდგენელია.

„სერიოზულად როგორ უნდა ვილაპარაკო? ნიკა მელია უთავმოყვარეოა და ახლა ლიდერობას იჩემებს. ხაბე რომ ჩამოგაგდებს, პარტიიდან ძალით გაგდებენ და შემდეგ იტყვი, უმრავლესობით უნდა მოვიდეო, ეს მხოლოდ სასაცილოა. იმუშაონ და იქნებ თავიანთ ქვეყანას რაიმეში მაინც გამოადგნენ. აქამდე მათი შედეგი ნული იყო, სამარცხვინო შედეგები ჰქონდათ. ქვეყანას რევოლუციას უწყობდნენ და რევოლუცია თავად მიიღეს პარტიაში. წარმოუდგენელია, ამ ხელწერის ადამიანები რომ გამარჯვებაზე ილაპარაკებენ. ერთნი არიან – კრიმინალების, ხელმოცარულების, ლუზერების და აგრესიული პოლიტიკოსების გაერთიანება. ამას „დამარცხების“ პლატფორმა უნდა დაარქვან, თან „ჭიჭეს“ თამადობით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

Post navigation

Previous: გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
Next: ალბათ სერიოზულად არც ღირს ოპოზიციის მხრიდან იმის ანონსი, რომ საოცრად კონსლიდირებული იქნებიან ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.