Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“ვარდების რევოლუციიდან” რამდენიმე თვეში ნოდარ ლადარია მოვიდა პირველ არხზე, ლევან რამიშვილთან, ლაშა ბუღაძესთან და სხვა თანამზრახველებთან ერთად და ითხოვდნენ, რომ ტელევიზიას პატრიარქზე ყალბი ფილმები გადაეღო, თითქოს ის მამათმავალია – ირმა ინაშვილი

მარშალ პრესი 08/01/2024
ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს ვინმე ნოდარ ლადარიაზე.

“ეს ნოდარ ლადარიას კომენტარია წმინდა მატრონას შესახებ. ახლა ორიოდე სიტყვით მოგიყვებით ლადარიაზე. “ვარდების რევოლუციიდან” რამდენიმე თვეში ნოდარ ლადარია მოვიდა პირველ არხზე, ლევან რამიშვილთან, ლაშა ბუღაძესთან და სხვა თანამზრახველებთან ერთად…

მოკლედ, მთელი მათი გუნდი მოვიდა, 15 კაცი. მოიტანეს სამი ფურცელი, რომელზეც ეწერა, რომ ტელევიზიამ უნდა გადაიღოს ფილმები და ამ ფილმებში მონაზვნები ლესბოსელებად უნდა გამოცხადდნენ, ბერები- მამათმავლებად, ასევე, ტელევიზიას უნდა გადაეღო ფილმები, რომ დედები და მამები ღამის საათებში ვითომ ერთმანეთთან გადადიოდნენ და მრუშობდნენ, ასევე, ითხოვდნენ, რომ ტელევიზიას პატრიარქზე ყალბი ფილმები გადაეღო, თითქოს ის მამათმავალია.

მაშინ მე ამას ღიად დავუპირისპირდი, ბრიფინგიც ჩავატარე, სხვათა შორის, თავს არანაირად არ ვიქებ, მაგრამ ერთადერთი ვიყავი, ვინც ამაზე ღიად ვისაუბრე და ეს გეგმა გავასაჯაროვე. მაშინ ამ ხალხმა რა არ დამაბრალა, მაგრამ პატრიარქმა დამიცვა. დღეს ამაზე არ მინდა საუბარი. ამაზე ადრეც მისაუბრია. სულ სხვა რამ მინდა გითხრათ. ამ დაპირისპირებისა და გაწევ- გამოწევის დღეებში აი, ამ უზნეო ნოდარ ლადარიამ პირდაპირ მომახალა: რას გადაგვეკიდე, შენ ქრისტეს ემსახურები? მე კი, იმას- ქრისტეს მოწინააღმდეგესო და რა გინდა, არა მაქვს უფლებაო?! ანუ კაცმა ღიად მითხრა, რომ ეშმაკს მსახურობს და ახლა ეს არამზადა და ეშმაკის მონა კიდევ ხმას იღებს.”- წერს ირმა ინაშვილი.

Post navigation

Previous: იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ – ანდრია ჯაღმაიძე
Next: ბიძინა ივანიშვილს გახარია მიხედავს – ანა ბუჩუკური

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.