Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ის გიორგი კანდელაკია, რომელიც ბოლო 20 წელია გვარიანად გამოიწრთო დედაეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში – ირმა ინაშვილი

მარშალ პრესი 08/01/2024
ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი ნაც.მოძრაობის წევრ გიორგი კანდელაკზე წერს.

“ვერ იცანით? ეს გიორგი კანდელაკია, აღშფოთებული წმინდა მატრონას ხატის ხილვით… რომელსაც მზაკვრულად და კონტექსტიდან მოწყვეტით “სტალინის ხატად” წარმოაჩენდა. ეს ის გიორგი კანდელაკია, რომელიც ბოლო 20 წელია გვარიანად გამოიწრთო დედაეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამ ბოროტ საქმეში 20-იანი წლების ბოლშევიკების სულისკვეთების გამგრძელებელია. ამას რომ საშუალება მიცე, ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა მღვდელს წვერს გაგკრეჭდა და სამოსს გახდიდა.

ეს არარაობა არც ქართველია და ვერც ამერიკელი გახდა, სრული სულიერი სიცარიელის, სიბნელის, უმეცრებისა და ვერაგობის მაგალითია. ეს არარაობა ისე მსჯელობს მართლმადიდებლობასა და ხატწერის სტანდარტებზე, თითქოს მრევლის ნაწილი, ეკლესიის წევრი, მაზიარებელი და აღმსარებელი იყოს. პირიქით, ეკლესიის მტერი და მოძულეა. მრავალი ბოროტი საქმით დაგვამახსოვრა თავი. იგივე არარაობა, რომელსაც თურმე მატრონას ხატი აღაშფოთებს, 2003-2012 წლებში ჩვენს ქვეყანაში ყველა ბოროტების მხარდამჭერი და ორგანიზატორი იყო. ადამიანების წამებით დაწყებული ქართული მიწების ჩაბარებით გაგრძელებული ყველა უბედურებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ამ ვირთხას. ყველა უნდა იცნობდეს ეკლესიის მტრებს!”– წერს ირმა ინაშვილი.

Post navigation

Previous: ამინდი გაუარესდება
Next: იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ – ანდრია ჯაღმაიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.