Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძის განმარტება ლაშა ბუღაძის „რუსულ შობაზე“ არის ცოდნის პასუხი უვიცობაზე

მარშალ პრესი 08/01/2024
თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ქართველი ფესევდოლიბერალების მიერ 7 იანვარს შობის აღნიშვნისთვის რუსულის წოდება ფაქტობრივი ინფორმაციით გააქარწყლა.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე თავის განცხადებაში წერს, „ლაშა ბუღაძემ და მისნაირებმა უნდა იცოდნენ, რომ რამდენჯერაც ასეთ უვიცობას გამოავლენენ, იმდენჯერ მიიღებენ ცოდნით დასაბუთებულ პასუხს“:

„ფსევდოლიბერალების კიდევ ერთი მცდელობა, თავი „ცივილიზებულ“ ფენად წარმოადგინონ და ყველაფერი ჭეშმარიტი რუსული ნარატივით გადაფარონ, ამჯერადაც კრახით დასრულდა. ლაშა ბუღაძემ და მისნაირებმა უნდა იცოდნენ, რომ რამდენჯერაც ასეთ უვიცობას გამოავლენენ, იმდენჯერ მიიღებენ ცოდნით დასაბუთებულ პასუხს.

ირაკლი კობახიძის განმარტება ბუღაძის ცინიკურ საშობაო მიმართვაზე იყო ლახვარი არა მარტო ამ ვითომ მწერლის, არამედ, მისნაირი ვითომ ელიტის წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც „ევროპელობა“ პეროსავით პოზას აძლევს, სინამდვილეში კი სამშობლოდაკარგულ, ურჯულო და უსულო ფენას წარმოადგენენ.

იმედია, ლაშა ბუღაძის საჯარო შერცხვენა მაგალითი იქნება სხვებისთვის, რომ ხანდახან ისტორიაც წაიკითხონ, გაეცნონ ჯერ საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ეკლესიის ისტორიას და შემდეგ რუსეთის, რომ ასეთ სასაცილო სიტუაციაში აღარ აღმოჩნდნენ. ირაკლი კობახიძის განმარტება ბუღაძის „რუსულ შობაზე“ არის ცოდნის პასუხი უვიცობაზე“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: მთავრობის სხდომაზე უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე იმსჯელეს
Next: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსებთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.