Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვფიქრობ, ივანიშვილი მისი წასვლით და მოსვლით რაღაც სერიოზულს გვიმზადებს

მარშალ პრესი 08/01/2024
ლალი მოროშკინა

“ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი მისი წასვლით და მოსვლით რაღაც სერიოზულს გვიმზადებს”- განაცხადა ლალი მოროშკინამ “ასავალ-დასავალი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში,  როდესაც კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

“ამ ადამიანმა თავიდანვე ძალიან ბევრი რამ განჭვრიტა და არაერთი ნაბიჯი გადადგა ინ მიზნისკენ, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიადია.

ცხინვალი და აფხაზეთი ისევ ისეთი ნატყვიარია, როგორც 30 წლის წინათ, არცერთი თეთრი არ დახარჯულა მათ აღსადგენად და გასალამაზებლად, რაც მოსახლეობაში დიდ გაღიზიანებას იწვევს, როგორც ფიქრობთ რატომ? – იმიტომ, რომ რუსეთს ეს ტერიტორიები არ აქვს საბოლოოდ მიერთებული და  ვფიქრობ, დღეს ამის თაობაზე კულუარული მოლაპარაკება მიდის, რაზეც ამ ეტაპზე არავინ არაფერს გვეტყვის.

დიახ, ღია კარტით არავინ თამაშობს დიდ პოლიტიკაში.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამიერკავკასიაში ვცხოვრობთ და ამის ნათელი მაგალითი ყარაბაღია.

ზუსტად მაშინ, როდესაც მსოფლიოში თითიდან გამოწოვილი არარსებული კოვიდი მძვინვარებდა, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება შედგა, რის შემდეგაც ყარაბაღი დაუბრუნდა.

ისიც ფაქტია, რომ დღეს ქართველ მეცნიერებს ეძახიან რუსეთში, ბევრი რუსი სპორტსმენიც ჩამოდის ქართული დროშის ქვეშ, ეს ყველაფერი შემთხვევით არ ხდება.

ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ამ პროცესებისმართვის სადავეები ეჭირა ხელში, რა თქმა უნდა გადამწყვეტილ ეპოქალური ბრძოლის ავანგარდში უნდა იყოს.

ის, რომ არალი წლის ლამაზად შეხვედრით “ფორბს”-ის ათეულში მოვხვდით, სწორედ აქეთკენ გადადგმული ნაბიჯია – ამით აფხაზებსა და ცხინვალელენს ვეუბნებით – საქართველო ვითარდება და აი, ასეთ განათებულ თბილისში გეპატიჟებით.

ბიძინა ივანიშვილს გაცილებით დიდი და მნიშვმელოვანი მისია აკისრია – ქვეყნის გამთლიანება.”- განაცხადა ლალი მოროშკინამ.

 

Post navigation

Previous: არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ლაშა ბუღაძის მამა მგზნებარე კომუნისტი იყო – დაჩი ცაგურია
Next: მთავრობის სხდომაზე უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემაზე იმსჯელეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.