Skip to content
16/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს – მამა იოვანე ლაშა ბუღაძეზე

მარშალ პრესი 08/01/2024
მამა იოვანე

ლაშა ბუღაძის სტატუსს სასულიერო პირები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, მიუღებელია მწერლის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის რუსულად მოხსენიება და მისი დაკნინების მცდელობა.

მათივე შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ადამიანებში ნეგატიურ განწყობებსა და აგრესიას იწვევს.

“დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს თვლის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა. თუ საეკლესიო კალენდარში ჩავიხედავთ, 7 იანვარს გვერდით უწერია, რომ 7 იანვარი, რეალურად, არის 25 დეკემბერი, ანუ ჩვენ შობას აღვნიშნავთ 25 დეკემბერს. ათონის მთაზეც, 7 იანვარს ანუ 25 დეკემბერს აღინიშნება შობის დღესასწაული. ასევე, იქაც, სადაც ჩვენი უფალი, მაცხოვარი იესო ქრისტე იშვა, იქაც 7 იანვარს აღნიშნავენ და რა გამოდის, თუ რუსულია ესე იგი ყველაფერი რუსეთის ყოფილა. ჩვენი ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი არ აკავშირებს რუსეთთან, არც ისე და არც – თარიღულად. ასე რომ, თუ ისინი ასე ფიქრობენ, ეს მათი პრობლემაა”, – განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოვანე მჭედლიშვილმა.

ამ თემაზე:

გილოცავთ რუსულ შობას – ლაშა ბუღაძე

Post navigation

Previous: ავსულებს ეს ახასიათებთ – გია აბაშიძე ლაშა ბუღაძესა და მის სადაქალოზე
Next: ყველაფერი ყველაფერი და მატრონა ვინ არის? – ეკა კვესიტაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.