IMG.GE IMG.GE

„ნატო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის მომავალი უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

„ვაგრძელებთ ყველა აქტიური ფორმატის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას, საქართველოს ურთიერთობის გაძლიერებას ნატოსთან შავი ზღვის მიმართულებით, ეს არის აბსოლუტურად ახალი კომპონენტი, რომელიც ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის ნაწილში გაჩნდა. ეს შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტი სულ უფრო და უფრო მეტ დატვირთვას იძენს და საქართველოს სამართალდამცავმა ინფრასტრუქტურამ მეტი ნაბიჯები უნდა გადადგას ეფექტური იმისთვის, რომ უბრალოდ შავ ზღვაზე ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ოპერირები8ს თვალსაზრისით კონკრეტული ფუნქციები შეიძინოს“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყნის უცვლელი მიზანია ნატოს სრულფასოვანი წევრობა

„ამისთვის ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი შედეგები გვაქვს ბოლო ორი და ერთიო წლის განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კონცენტრირებული მუშაობა ყველა იმ ფორმატში რომელიც დრეს ჩვენ გაგვაჩნია. ეს გახლავთ ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რეგულარული საპორტო ვიზიტები, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ შავი ზღვის ქართულ პორტებში ნატოს და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლობითი გამოჩენა იყოს უფრო ხშირი და სტაბილური და ასევე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩრდილოატლანიტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი, რომელიც შედგა და რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო ეს მაქსიმალურად სწრაფ დროში დავასრულოთ და შემდგომში ამის აღსრულება დავიწყოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება