Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 07/01/2024
110

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს.

ირაკლი კობახიძე საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო.

მან მადლობა გადაუხადა პატრიარქს საშობაო ეპისტოლესთვის და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.

„გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. მადლობას გადავუხდი პატრიარქს ეპისტოლესთვის, როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე. პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საშობაო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

Post navigation

Previous: ჩვენი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში გარდაუვალია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი შანსი, ამ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიოს
Next: გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.