IMG.GE IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ყვარელში აკრედიტებულ ელჩებს ხვდება. მან დიპლომატებთან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა,  პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარება საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა და ყველაფერი გაკეთდება, რათა არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმიზირებული იყოს.

„ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავიანთ სოციალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებას ნელ-ნელა დაუბრუნდნენ. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ჩვენთვის საქართველოში წელს საარჩევნო წელია, სულ რამდენიმე თვეში იქნება არჩევნები, წინასაარჩვენო პოლიტიკური პროცესი აგიტაციიდან დაწყებული, შეჯიბრობითობა პარტიებს შორის, ამასაც თავისი მობილობა და ადამიანებთან შეხვედრა მოყვება. თვითონ არჩევნები ეპიდემიის პირობებში საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფიზიკურ არჩევნებზე, როცა ადამიანები საარჩევნო უბანზე უნდა მივიდნენ და თავისი არჩევანი დააფიქსირონ, ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს ვდგამთ, რათა აქ არანაირი საფრთხე ეპიდემიოლოგიური, ან არჩევნების გამო ვირუსის გავრცელების იყოს მინიმიზირებული და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა შემთხვევაში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება