Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთავარი მიზიდულობის ძალა არის პრეზიდენტი სააკაშვილი – თინა ბოკუჩავა (ვიდეო)

მარშალ პრესი 05/01/2024
თინა ბოკუჩავა

ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, მათი პარტიის მთავარი მიზიდულობის ძალა არის მიხეილ სააკაშვილი და არჩევნებშიც სწორედ მისი სახელით ასპარეზობა იქნება მთავარი.

ამ საკითხზე ბოკუჩავამ 30 დეკემბერს, “ფორმულის”- ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში ვასპარეზობთ მიხეილ სააკაშვილის სახელით. ყველას კარგად ესმის, რომ მთავარი ელექტორალური მიზიდულობის ძალა ჩვენს პარტიაში და ჩვენი ამომრჩევლისთვის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

თუ ჩვენ გვინდა ვისაუბროთ თანაბარ პირობებში თამაშის წესებზე, მთავარი ოპონენტი უნდა იყოს ამ თამაშში და არ იმყოფებოდეს უსამართლო პოლიტიკურ ტყვეობაში.”– განაცხადა ბოკუჩავამ.

ის, ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას და აღნიშნა, რომ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან აქამდეც სწორედ ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას.

არ ვთვლი, რომ ივანიშვილის დაბრუნება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რადგან, რეალურად ეს არ ცვლის არაფერს – ამ დრომდეც ეს ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებებს.” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Post navigation

Previous: ვფიქრობ, თქვენ და თქვენ პატრონებს მეორედ მოსვლა უფრო უნდა გაშფოთებდეთ და უკრაინული ცარცის წრე, სისხლით რომ გაქვთ შემოხაზული – გოგა ხაინდრავა „რადიო თავისუფლებაზე“
Next: ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ კოლექტიური ფოტო გადაიღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.