საქართველოს მასშტაბით დღეიდან ამინდი გაუარესდება, შვიდი იანვრიდან კი გამოიდარებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი თოვლის სახით მოსალოდნელია მთიან და მაღალმთიან რეგიონებში.
„დღეისთვის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში იწვიმებს, მთებში და მაღალ მთებში მოთოვს, ზოგან ძლიერად და შესაძლებელია იყოს ქარბუქიც. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ზვავსაშიშროებებიც გამოიწვიოს“, – განაცხადა სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.
