IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები არის უმძიმესი და უაღრესად მნიშვნელოვანი პრიორიტეტული მიმართულება, როგორც ჩვენი უშიშროების, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის, ისე ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის,–  განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას.  მისი თქმით,  რუსული ოკუპაცია კვლავაც რჩება ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს გამოწვევად.

საერთაშორისო საზოგადოების პროაქტიულ რეჟიმში მობილიზება, საერთაშორისო საზოგადოებაში აზრის შექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური შრომის საგანი. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების 49-ე და 50-ე რაუნდები იყო კარგი მაგალითი იმისთვის, თუ როგორ ვამკვიდრებთ ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში ოკუპირებული ტერიტორიების მნიშვნელობის საკითხს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის მშვიდობიანი გზა და მშვიდობიანი გზა გადის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიროებთან, მათ პროაქტიულ ჩართულობაზე ამ პროცესებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება