Skip to content
25/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს იმიტომ, რომ რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს

მარშალ პრესი 04/01/2024
გურამ მაჭარაშვილი

„სალომე ზურაბიშვილი რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა, ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას, მას სხვანაირად არ შეუძლია.

„როგორც ბავშვს ვერ მისცემ ასანთს იმიტომ, რომ რაღაც უბედურებას დამართებს თავის თავსაც და სახლსაც, ისე არ შეიძლება ტრიბუნა მისცე სალომე ზურაბიშვილს, რადგან, რამდენი ტრიბუნასთან დადგა, იმდენი უბედურებები უთხრა საკუთარ საზოგადოებას.

ან უნდა აგინოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ან შეურაცხყოფა უნდა მიაყენოს საზოგადოებას, მისივე ამომრჩეველს. ამ ადამიანს სხვანაირად არ შეუძლია. ჩვენ სად გვაქვს იმის რესურსი, რომ ასეთი ტიპის ადამიანებს, ჩვენ თვითონ შევუწყოთ ხელი იმაში, რომ ასანთი მივცეთ, ცეცხლი აანთოს და თავის თავსაც და ქვეყანასაც უბედურება დამართოს“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: მოვუწოდებ ყველას, სწორ გზაზე წინააღმდეგობის კერებს ხელოვნურად ნუ გამოიგონებთ, ცხრა ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებით მუშაობის ყველა საშუალება არის პარლამენტში
Next: ციხეში, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პაემნები უფასო გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.