IMG.GE IMG.GE

ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია დღეს, როგორც ფაქტი გრძელდება და აქტიურად ღრმავდება; ეს არის ის მიმართულება, რომელიც ფუნდამენტში განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზომილებები, როგორიც არის განათლების მიმართულება, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა, შრომის ბაზრები და ა.შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი შემდგომი წლების განმავლობაში ჩვენთვის უნდა იყოს როგორც ევროკავშირთან დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი განვითარება, ასევე ახალი სფეროების გახსნა და აქ რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია კავშირგაბმულობის ყველა სფეროს, ყველა მიმართულების როგორც ტრანსპორტის, ასევე სხვადასხვა სახის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება. აქ უაღრესად ეფექტურად გამოსაყენებელია ის, რასაც ჰქვია ევროკავშირთან კავშირი შავი ზღვის კომპონენტის გათვალისწინებით და ამ მიმართულებით ჩვენ უაღრესად აქტიურები უნდა ვიყოთ. ჩვენ დღევანდელი მოხსენება, რომლითაც პირველ რიგში მოქალაქეების წინაშე წარვდგებით, მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ სამთავრობო პროგრამის ოთხი მიმართულებით კონკრეტულ შედეგებზე ვისაუბროთ“,– აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება