Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება

მარშალ პრესი 30/12/2023
ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა.

„დღეს საქართველო რთული გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის გარშემო გეოპოლიტიკური ვითარება გართულდა და გამოწვევებიც გაიზარდა. შესაბამისად, გართულდა ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაც. ასეთ პირობებში მცირე შეცდომაც კი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც მმართველი პარტია წარმოადგენს, ქვეყანაში შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს.

საქართველოს ეროვნული მიზნები არსებითად შესრულებულად მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ, როდესაც ეროვნულ თვითმყოფადობას ბოლომდე დავიცავთ, სახელმწიფო სუვერენიტეტს სრულად აღვადგენთ, ქვეყანას გავაერთიანებთ და საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს შევასრულებთ. საქართველოს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად დღეს ევროკავშირში ინტეგრაცია იკვეთება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Post navigation

Previous: ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
Next: ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება, შემოვბრუნდე პოლიტიკაში – ბიძინა ივანიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.