IMG.GE IMG.GE

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობის კომპონენტია, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენამდე განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ თებერვლიდან ქვეყანაში ვებრძვით გლობალურ გამოწვევას პანდემიის სახით, ის ოთხი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც სამთავრობო პროგრამის დამტკიცების დროს იყო წარდგენილი განხორციელების ფაზებშია რა თქმა უნდა, სხვადასხვა წარმატებით. მუშაობა არცერთი წუთით არ შეჩერებულა და გრძელდება. პირველ რიგში ეს გახლავთ უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა,“ -განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პარლამენტში მთავრობის მეთაურს უსმენენ. პრემიერის მოსმენით დღეს, პარლამენტში საგაზაფხულო სესია დასრულდება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება