Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • პოლიტიკა

არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებას

მარშალ პრესი 28/12/2023
ირაკლი კობახიძე

თუ შეხედავთ იმ 9 პრიორიტეტს, რომელიც წარმოადგინა ევროკავშირმა და მას შეადარებთ 12-პუნქტიან გეგმას, რომელიც თავის დროზე, ორი წლის წინ წარმოგვიდგინეს, მოცულობით დაახლოებით იმის მეათედია, რაც იყო 12-პუნქტიანი, ანუ, 9-პუნქტიანი მოცულობით ათჯერ ნაკლებია. შესაბამისად, ამ ამოცანის შესრულება ბევრად უფრო მარტივია, ნაკლებ ძალისხმევას და დროს მოითხოვს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების შესრულების ნება და რესურსი გააჩნია. კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შეუძლია ერთპარტიულად შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, შესაბამისად, ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიიღებს თუ არა ამ პროცესში მონაწილეობას.

“არსებობს სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდება 9 პრიორიტეტის შესრულებას. ჩვენ 12 პრიორიტეტის მაგალითზე უკვე დავამტკიცეთ რომ გვაქვს ნება და რესურსი, სათანადოდ შევასრულოთ პრიორიტეტები, რომლებსაც წარმოგვიდგენს ევროკავშირი, ასევე გავყვებით რა თქმა უნდა, 9 პრიორიტეტსაც. რაც შეეხება ოპოზიციის მონაწილეობას, მათი გადასწყვეტია. ჩვენ, როგორც წინა შემთხვევაში, ახლაც შეგვიძლია ერთპარტიულად უზრუნველვყოთ ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება, შეგვიძლია მარტო, ოპოზიციის გარეშე ვიმუშაოთ. თუ ჩაერთვებიან, ეს არის მათი საქმე.” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: გათვლა იყო უმარტივესი – არ იღებ სტატუსს, ამან უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და მღელვარების ფონზე კიდევ ერთხელ უნდა სცადო რევოლუციის მოწყობა
Next: საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამი წელი უამრავი სირთულით, დაბრკოლებით იყო სავსე, თუმცა, ყველა ეტაპზე და მიმართულებით მოვახერხეთ წარმატების მიღწვა, საბოლოო კულმინაცია იყო კანდიდატის სტატუსის მიღება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.