Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური და ენერგეტიკული პოლიტიკის შედეგია

მარშალ პრესი 28/12/2023
ვახტანგ ცინცაძე

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება განაპირობა ჩვენი ქვეყნის სწორმა ეკონომიკურმა და ენერგეტიკულმა პოლიტიკამ, რომელსაც საქართველოს მთავრობა თანმიმდევრული ნაბიჯებით ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მესამე წელია, საქართველო, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, ინარჩუნებს გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. როგორც ცინცაძემ აღნიშნა, 2021-22 წლებში გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია 2023 წელსაც გრძელდება – ათი თვის მონაცემებით, შვიდ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, რაც, მინისტრის მოადგილის განცხადებით, თავისთავად განაპირობებს იმას, რომ ეროვნული ვალუტა არის მყარი და სტაბილური.

„უნდა აღინიშნოს, რომ ელექტროენერგიის ტარიფი სამომხმარებლო კალათის მნიშვნელოვანი კომპონენტია და შესაბამისად, ტარიფის შემცირება პოზიტიური ფაქტორია ინფლაციის მიზნობრივ დონეზე შენარჩუნების თვალსაზრისით, მეორე მხრივ, ეს გაზრდის მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას“ – აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოზიტიურად აისახება ასევე კერძო სექტორის საქმიანობაზე, მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესზე, რაც, მინისტრის მოადგილის თქმით, ხელს შეუწყობს წარმოების ხარჯების შემცირებას და შესაბამისად, გაზრდის ქართული ბიზნესების კონკურენტუნარიანობას როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.

საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.

Post navigation

Previous: ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისგან ბოდიშს ან ბოდიშისმაგვარს არ მოვისმენ, მანამ დავამუნათებ მათ – შალვა ოგბაიძე
Next: ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს – რატი იონათამიშვილი “ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის” შექმნაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.