Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაც.მოძრაობის გასამართლება აუცილებელია – სოზარ სუბარი

მარშალ პრესი 28/12/2023
სოზარ სუბარი

„ნაცმოძრაობამ“ სამშობლო რომ მტერს ჩააბარა, ყველაფერი რომ გააკეთა ქართული ტერიტორიების ოკუპაციისთვის, ქვეყანას რომ უღალატა და ა.შ., სწორედ ამისთვის არის ეს პარტია გასასამართლებელი“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარმა ისაუბრა „ხალხის ძალის“ იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, უნდა გასამართლდეს. „ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის გასამართლების შესახებ ორი თვის წინაც ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს გასაკეთებელი იყო და „ხალხის ძალა“ ამ საკითხს დააყენებდა, თუმცა, გარკვეულ დროს ველოდებოდით, თუნდაც, კანდიდატის სტატუსის მიღებას, რომ მანამდე ამ მოთხოვნისთვის ცუდი კუდი არ მიებათ.

„ნაცმოძრაობის“, როგორც პარტიის გასამართლება აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, რომ „ნაცმოძრაობას“ პოლიტიკურ პასუხს 2024 წლის არჩევნებზე ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გასცემს და გაცილებით მკაცრად, ვიდრე – აქამდე, მაგრამ პარტიის გასამართლებაც აუცილებელია. ჩვენს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების ასეთი განცხადებებიც მოვისმინე, რომ სამშობლოს რომ ვიცავდით, ამიტომ გვიპირებენ გასამართლებასო. სამშობლოს რომ იცავდნენ კი არა, სამშობლო რომ მტერს ჩააბარეს, ყველაფერი რომ გააკეთეს ქართული ტერიტორიების ოკუპაციისთვის, ქვეყანას რომ უღალატეს და ა.შ., სწორედ ამისთვის არიან გასასამართლებლები. ცნობისთვის, რამდენიმე თვის წინ მოლდოვამ პოლიტიკური პარტია „შორი“ აკრძალა.

თქვეს, რომ ეს პრორუსული პარტიააო. „შორს“ რა დანაშაული აქვს მოლდოვას წინაშე, არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ამ „შორს“ თავისი ტერიტორიები რუსეთისთვის არ ჩაუბარებია, არც ციხეში და არც პოლიციაში სისტემური წამება არ დაუკანონებია, არც საკუთრებები წაურთმევია მასშტაბურად, რაც „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა. იგივე, წამებას რომ მივუბრუნდეთ, როგორც სისტემურ დანაშაულს, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობდით, რაც 2012 წლის ციხის კადრების შემდეგ თვით „ნაცმოძრაობის“ ხელმძღვანელებმაც კი დროებით აღიარეს (დროებით, იმიტომ, რომ ახლა ისევ ამბობენ, არანაირი დანაშაული არ მიგვიძღვისო), ეს სისტემური დანაშაული სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ, მიმდინარე წლის თებერვალში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადასტურა, საქმეზე – „აკაკი ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ აქ სისტემური წამება და დანაშაული იყო და მას სისტემური მიდგომა სჭირდება. ანუ, არ კმარა ციხის რომელიმე მწამებლის გასამართლება, კოდუასი ან ქარდავასი, არამედ, საჭიროა ამ სისტემის შემქმნელების გასამართლება. ეს კი „ნაცმოძრაობაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: არსად, საქართველოს გარდა, ესოდენ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო არაა. ამის მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა უმთავრესია ომის პარტიის უცვლელი გეგმა, დესტაბილიზაციის გზით მოვიდეს ხელისუფლებაში
Next: ნუ უსმენთ ოპოზიციას, ზომბ ენჯეოებს ან უცხოურებს, რომელთაც არ აქვთ წარმატებული ბიზნეს გამოცდილება საქართველოში, მათი მიზანია რეჟიმის შეცვლა, გეგმა – საზოგადოების კონფლიქტი, რევოლუცია და ომი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.