ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ, ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სცენის მიმდებარედ, მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, ასევე შესაძლებელი იყო გემრიელი კერძებისა და ცხელი სასმელების დაგემოვნება.
საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებოდნენ, გაიმართა მოსიარულე დრამერების შოუ, კოსტიუმირულებული გმირების მსვლელობა და საბავშვო კონცერტები.☃❄
მუსიკალური და გასართობი პროგრამის შემდეგ, საზეიმო კონცერტი გაიმართა, მასში ზვიად ბოლქვაძე, სოფო გელოვანი, გიორგი სუხიტაშვილი, ნეკა სებისკვერაძე, ანი კეკუა და ჯგუფი „ირიაო“ მონაწილეობდა.
ღონისძიებას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
