
მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს მთასვლელი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიკარგა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
სამძებრო სამუშაოებში სწრაფი რეაგირების მაშველთა ჯგუფთან ერთად ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
გარდაცვლილის ცხედარი მაშველების მიერ ამოყვანილია თოვლის მასიდან და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები.