Skip to content
02/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ესეც პირველი საარჩევნო დაპირება – უნდა გავანეიტრალოთ კოლექტიური ნაც-მოძრაობა – ზურაბ ქადაგიძე

მარშალ პრესი 27/12/2023
ზურაბ ქადაგიძე

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას “ნაცმოძრაობის” გასამართლების მოთხოვნის შესახებ.

ქადაგიძის თქმით, “ხალხის ძალის” პირველი წინასაარჩევნო დაპირება არის კოლექტიური ნაცმოძრაობის განეიტრალება და პოლიტიკური ექსტრემიზმის პოლიტიკის მიღმა გაყვანა.

“2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის მხრივ.

2012 წლიდან მოყოლებული, ბევრჯერ ვიხილეთ ქვეყნის აყირავების მცდელობა რადიკალი პოლიტიკოსების მხრიდან და სანამ ქართული პოლიტიკის სტერილიზაცია არ მოხდება პარაზიტებისაგან და ექსტრემიზმის მიმდევარი სუბიექტებისაგან, სულ ტურბულენტობაში მოგვიწევს ცხოვრება.

ბევრს აინტერესებს “ ხალხის ძალა”, როგორც პოლიტიკური აქტორი რას გეგმავს და ესეც პირველი საარჩევნო დაპირება – უნდა გავანეიტრალოთ კოლექტიური
ნაც-მოძრაობა, სრულიად გავიყვანოთ პოლიტიკის მიღმა პოლიტიკური ექსტრემიზმი და მკაცრი სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს, ყველა მოღალატეობრივ აქტს, აქტორსა და მათ ნამოღვაწარს!

უფრო მეტიც, ნაც-მოძრაობა უნდა აიკრძალოს, როგორც სუბიექტი, დამნაშავე პარტია!

“არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!” – წერს ქადაგიძე.

Post navigation

Previous: მეცნიერებათა აკადემიამ პოლიტოლოგიის დარგში მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის აკადემიური პრემია დააწესა
Next: „ნაცმოძრაობამ“ იცოდა, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენციას წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ომში რუსეთი გაიმარჯვებდა, მათ შეასრულეს დაკვეთა, რომელიც გლობალურ მიზნებზე იყო გათვლილი – “ხალხის ძალის” განცხადება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.