Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

როგორ შევარჩიოთ საერთო სამუშაო სივრცე?

მარშალ პრესი 26/12/2023
როგორ შევარჩიოთ სამუშაო სივრცე

როგორ შევარჩიოთ საერთო სამუშაო სივრცე?

დროის სვლასთან ერთად მკვეთრად იცვლება ადამიანების შეხედულებებიც აქამდე ფუნდამენტურად მიჩნეულ საკითხებთან დაკავშირებით. ცნობიერების ცვლილება დღევანდელი სამყაროს განუყოფელ ნაწილს, სამსახურსაც შეეხო და გაჩნდა საერთო სამუშაო სივრცის იდეა. 

 

დღეს რეგულარულად იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ოფისიდან საერთო სამუშაო სივრცეებში გადადიან. შესაბამისად, იზრდება ასეთი სივრცეების რიცხვიც და მაღალი კონკურენციის პირობებში ბუნებრივად იმატებს ხარისხიც. ასეთ დროს ბიზნესები რთული არჩევანის წინაშე დგებიან: რომელი სამუშაო სივრცის დაქირავება სჯობს მათი კომპანიისა და თანამშრომლებისთვის? 

 

არსებობს კრიტერიუმები, რითიც საუკეთესო სამუშაო სივრცეს დავახასიათებდით. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ კრიტერიუმების შესახებ მოგიყვებით და ვეცდებით, უამრავი ვარიანტიდან საუკეთესოს ამორჩევაში დაგეხმაროთ. 

ლოკაცია

გადატვირთულ ქალაქებში თითოეული ჩვენგანისთვის უნივერსალურ გამოცდილებად იქცა დაუსრულებელ საცობებში დროის დაკარგვა. სწორედ ამიტომ, იმას, თუ სად მდებარეობს სამუშაო სივრცე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თანამშრომელი, რომელიც სამსახურამდე მისასვლელად საკმაო მანძილს გადის, ხარჯავს დროსა და ენერგიას, შეუძლებელია, საკმარისად პროდუქტიული იყოს სამუშაო საათებში.

 

სანამ საოფისე სივრცეს აირჩევდეთ, დაუსვით თქვენს თავს რამდენიმე კითხვა: არის თუ არა ადგილი მარტივად მისასვლელი? მოსახერხებელია თუ არა მდებარეობა თანამშრომლებისთვის? გარშემო თუ არის საჭირო ობიექტები? 

დიზაინი

მაშინ, როცა ჩვენს წინაშე საერთო სამუშაო სივრცეების მრავალფეროვანი არჩევანია გადაშლილი, საუკეთესოს ამოცნობაში დიზაინიც დაგვეხმარება. დიზაინის გავლენა ჩვენს გადაწყვეტილებაზე სავსებით ლოგიკურია, ბოლოს და ბოლოს, ყველას გვინდა ჩვენი დღის უდიდესი ნაწილი ისეთ ადგილას გავატაროთ, სადაც სიხარულით ვივლით და თავს კომფორტულად ვიგრძნობთ. 

 

დიზაინს უფრო პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სპეციფიკური საჭიროებები აქვთ. მაგალითად, კონტენტ კრეატორებისთვის იდეალური იქნება ისეთი ოთახი, სადაც თავისუფლად შეძლებენ ვიდეოების გადაღებას; მათთის, ვინც პოდკასტს წერს, აუდიო სისტემას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა; ხოლო კომპანიები, რომლებსაც სხვებზე მეტად უწევთ საუბარი თანამშრომლებთან, პარტნიორებსა და კლიენტებთან, იზოლირებული შეხვედრების ოთახით ისარგებლებენ. 

სივრცე სამოძრაოდ

თითოეულ ჩვენგანს მუშაობის ინდივიდუალური სტილი გვაქვს. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ყოველ კომპანიას ერთი თანამშრომელი მაინც ჰყავს ისეთი, მუშაობის დროს რომ ბოლთის ცემა უყვარს. თუ გვინდა, რომ მათ თავიანთი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინონ, სჯობს ავარჩიოთ საერთო სამუშაო სივრცე, რომელიც თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლევა. 

 

გარდა ამისა, თავისუფალი სივრცე პირდაპირაა დაკავშირებული თავისუფლების შეგრძნებასთან. ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება ტრადიციულ ოფისებსა და ასეთ სამუშაო სივრცეებს შორის ფიზიკური შეზღუდვებისა და დისკომფორტის მინიმუმამდე დაყვანილი დონეა. 

კომფორტი

ისეთი დიდი კომპანიები, როგორიც, მაგალითად, Google არის, განსაკუთრებულ ძალისხმევას დებენ კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაში. მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით, თანამშრომლები გაცილებით ეფექტურად, სტრესის გარეშე მუშაობენ ისეთ გარემოში, რომელიც სახლის შეგრძნებას აჩენს. საუკეთესო სამუშაო სივრცეში აუცილებლად შეხვდებით კომფორტულ სავარძლებს, პუფებს, თავის შესაქცევ ოთახებს და ა.შ. 

Post navigation

Previous: უკრაინის ომამდე, არ იყო რუსეთი ოკუპანტი, კონცერტს რომ არ აცდენდა არა მარტო მოსკოვში, რუსეთის პატარა ქალაქებშიც კი, რა შეიცვალა?
Next: უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონს ევროკავშირი მიიღებს და ის აუცილებლად იპოვის თავის კუთვნილ ადგილს ქართულ კანონმდებლობაშიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.