Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, საქართველო ცეცხლში შესაგდებ ფიჩხად სჭირდებათ – გია გაჩეჩილაძე

მარშალ პრესი 05/05/2022
გია გაჩეჩილაძე

ბაკურიანის შეხვედრა, გინდაც ვაშაძის განცხადებები, უკრაინის ხელისუფლების დაუსაბუთებელი ცილისმწამებლური განცხადებები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ორკესტრირებულია, ერთი პროექტის შემადგენელია – ამის შესახებ მუსიკოსმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისი თქმით, აქ ყველას ინტერესია, ვისაც მეორე ფრონტის გახსნა უნდა.

„ვისაც საქართველო ფეხებზე კიდია, მათთვის პროექტის ნაწილია, ვისაც უნდა, რომ კიდევ ერთხელ დაანახოს მსოფლიოს, თუ როგორი ცუდია რუსეთი. საქართველო ცეცხლში შესაგდებ ფიჩხად სჭირდებათ, რომ ოდნავ უფრო დიდად აალდეს, ასეთი ადამიანები საქართველოს შიგნითაც არიან და საქართველოს გარეთაც, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ხელისუფლებას მინდა მივმართო, რაღაც ძალიან კუნთმაგარი სლავები მომრავლდნენ ჩვენს ქალაქში, ის ადამიანები, ვინც იქ უნდა იყვნენ და ომობდნენ. არ ვიცი, განზრახვა არ ჰქონდეთ ცუდი, გული რეჩხს მიშვება რაღაცა და თუ აკონტროლებენ ამას ყველაფერს, რაღაც დივერსიებს არ ჰქონდეს მერე ადგილი პოსტფაქტუმ. ერთადერთი ეს მაქვს თორემ, ხალხის და საზოგადოების იმედი მაქვს სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ხალხმა და საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის და უწყის, რა უნდა დღეს ჩვენს ქვეყანას“ – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Post navigation

Previous: ძალიან ვწუხვარ, რომ ჩემი მეგობარი მიხეილ სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო მისმა პარტიამ – აკაკი ბობოხიძე
Next: უკრაინაში მყოფი სააკაშვილი ტრაბახით ესაუბრებოდა თავისი შვილის მომავალ დედას, რომ “საქართველოში სისხლი უნდა დაიღვაროს” და ეს “გარდუვალი აუცილებლობაა!”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.