Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ – რატი ბრეგაძე

მარშალ პრესი 25/12/2023
რატი ბრეგაძე

ძალაუფლების დაბრუნების წყურვილით შეპყრობილი „პოლიტიკოსები“ მორალურ საზღვრებს მიღმა არსებული ცილისმწამებლური ხერხებით ცდილობენ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენზე, ქართულ ჯარზე, მუხანათური იერიშის მიტანას და საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენის შექმნას, თითქოსდა ჯარზე სახელმწიფო არ ზრუნავს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მინისტრის განცხადებით, „მსგავსი ქმედების მიზანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა, რაც ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს არაკეთილმოსურნეთა გეგმებს“.

„სამარცხვინოც კი აღარ არ არის მსგავსი ზნედაცემულობა, ეს უკვე დიდი მავნებლობა და ქვეყნის მტრობაა. ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებული დიდი საქმე დევიზით – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, წარმატებით გააგრძელა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა პირობების გაუმჯობესება მინისტრის და მისი გუნდის მუდმივი ზრუნვის საგანია, რასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ. სწორედ ამას ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის მოძულენი. ქართული ჯარის მოტივაციას ყველაფერზე წამსვლელი თანამედროვე ბოლშევიკები ვერაფერს დააკლებენ და მხოლოდ თავად, ნებსით თუ უნებლიეთ აღმოჩნდებიან მტრის მხარეს, ყველაფერი საუკეთესო ჯარს“, – წერს ბრეგაძე.

 

Post navigation

Previous: ევროკომისიის სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს
Next: გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ლელოს” “პიარის” სამსახურს ხელფასს ვუხდით ჩვენ, “ქართული ოცნება –  სიმართლეს არ შეესაბამება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.