Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ადგილზეა გაჩერებული

მარშალ პრესი 25/12/2023
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული.

„საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Post navigation

Previous: თითქმის ხუთი ათწლეულია, მისი უწმინდესობა ზრუნავს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე – ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქზე
Next: ამინდის პროგნოზი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.