Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილს ერთადერთი რაც დარჩენია, შექმნას პარტია, „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ამით საერთოდ განზე გავიდეს, გაემიჯნოს კეზერაშვილსა და მერაბიშვილს

მარშალ პრესი 24/12/2023
პეტრე მამრაძე

სააკაშვილს ერთადერთი რაც დარჩენია, შექმნას პარტია, „მიხეილ სააკაშვილი – ნაციონალური მოძრაობა“ და ამით საერთოდ გავიდეს განზე. ეს ორგანიზაცია, ხელში რომ უჭირავს მერაბიშვილსა და კეზერაშვილს, ფინანსებით, ტელევიზიით, ამას გაემიჯნოს. სხვა გზა მას პრინციპში არ დარჩენია, – ამის შესახებ პეტრე მამრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რისი გაკეთებაც სააკაშვილს კიდევ შეუძლია, ეს არის შექმნას ახალი პარტია და საკუთარი სახელი დაარქვას. ამჟამინდელი „ნაციონალური მოძრაობა“ კი კეზერაშვილსა და მერაბიშვილს დაუტოვოს. მამრაძე არ გამორიცხავს, რომ პარტიის შიგნით გარკვეული ვაჭრობაც მიმდინარეობს.

„ჩვენ მხოლოდ ზედაპირულ მოვლენებს ვხედავთ და მთავარია პარტიული სია. სააკაშვილის მიერ ვაჭრობა ასე ხდება – გინდათ, რომ ამომრჩეველმა, რომელიც მხოლოდ ჩემია (არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს არავინ მისცემს ხმას, არც ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს), დაიჯეროს, რომ ეს პარტია მხოლოდ ჩემია და მომცეს ხმა, როგორც მომცა 2020 წელს, თუ გინდათ, მაშინ აი, სია და ვისაც გეტყვით, ისინი უნდა შეიყვანოთ.

ვერ წარმომიდგენია, რომ სააკაშვილმა თავისი სახელი აჩუქოს იმას, რასაც აპრიორი ვერ გააკონტროლებს. ეს გეგმა მისი ბიძისგან მოდის. არცერთი არ შევა პარლამენტში! ნამდვილად ვიცი, რომ ბიძამისმა უთხრა სააკაშვილს, რომ 2016 წელს 28 ადამიანი რომ შეიყვანა პარლამენტში და ერთ თვეში მისგან 22 წავიდა, ახლა იმავეს უზამენ“, – განაცხადა მამრაძემ.

Post navigation

Previous: გახარიამ, ამ ნაძირალამ ისეთი რამე იკადრა, მოკვეთილია საერთოდ ქართული პოლიტიკიდან – გუბაზ სანიკიძე (ვიდეო)
Next: არ მშურს იმ პარტიისა და დაჯგუფების, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი შეუერთდება – პეტრე მამრაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.