სასიხარულოა, რომ მეზობელი თურქეთი და არა მხოლოდ ის, ჩვენს ქვეყანას რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად მიიჩნევს

863
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს:

 სახელმწიფო ვიზიტი მიიჩნევა ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის მეგობრული, ორმხრივი ურთიერთობების უმაღლეს გამოხატულებად და ძირითადად, ხასიათდება ოფიციალური, საჯარო ცერემონიების ხაზგასმით.
ეს ხაზგასმა კი ვიხილეთ საქართველოს პრემიერის-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანკარაში სტუმრობისას – ცხენოსანთა საპატიო ესკორტი, მის საპატივცემულოდ ქვემეხებიდან 21 ზალპი, მასპინძელი პრეზიდენტისა და სტუმარი პრემიერის შეხვერდაზე ორი ქვეყნის დროშები [კვირიკაშვილთან შეხვედრისას ეს არ მომხდარა. გახარიასთან, გილაურთან – კი) და რაც ასევე საყურადღებოა, შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცილა.
ერთობლივი პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თურქეთი საქართველოს ხედავს როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს. “ჩვენ გვწამს, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ სხვადასხვა სამუშაოები, რომელიც განამტკიცებს და გაზრდის ჩვენი რეგიონის მნიშვნელობასა და მშვიდობას”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერის ინიციატივაა, უახლოეს რამდენიმე წელიწადში 3 მლრდ დოლარამდე ავიდეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო თანამშრომლობა. დაგეგმილი სტრატეგიული საბჭოს ფარგლებში განიხილება სავაჭრო, ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა საკითხები.
რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა აუცილებელია. მშვიდობა თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატით მიიღწევა. სასიხარულოა, რომ მეზობელი თურქეთი და არა მხოლოდ ის, ჩვენს ქვეყანას რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად მიიჩნევს.”- წერს აბაშიძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება